ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ მის სახლთან გამართული აქცია არის პირდაპირი ზეწოლა მის საქმიანობაზე

824
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

შოთა უტიაშვილისა და ეკა კვესიტაძის საცხოვრებელთან საპროტესტო აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ უტიაშვილის იმ ფეისბუქ პოსტს, რომელშიც ის წერდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

სწორედ ამ პოსტის შემდეგ დაიგეგმა აქცია მათ საცხოვრებელ სახლთან, რასაც ეკა კვესიტაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის ხელისუფლების ზეწოლა მისი, როგორც ჟურნალისტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ბოდიშის მოხდას ითხოვენ მისი მეუღლისგან და არაფერ შუაშია ეკა კვესიტაძე.

“რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტის მისამართით- საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან – თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება.” – ამბობს კვესიტაძე.

კვესიტაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს:  ეკა გიგაურს, მიხელ ბენიძეს, გიორგი მშვენიერაძეს, ასევე სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს სასწრაფოდ შეატყობინონ ამის შესახებ ყველა საელჩოს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE