ინციდენტი – მომღერალი თინა ჯამბურია დააკავეს (ვიდეო)

1916
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

მომღერალი თინა ჯამბურია სამართალდამცველებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით ინციდენტი მანქანის არასწორად პარკირების შემდეგ დაიწყო. პოლიციელები ამბობენ, რომ ჯამბურიამ მათ წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის შენობაში იმყოფებიან ჯამბურიას დედა  და მისი  მცირეწლოვანი ქალიშვილი.

ჯამბურია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არის დაკავებული. შემთხვევა თბილისში, პუშკინის სკვერთან, ჯამბურიას საცხოვრებლის მიმდებარედ მოხდა.

თინა ჯამბურია რამდენიმე საათის შემდეგ დედასთან ერთად, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რაც ეხება მის 8 წლის ქალიშვილს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, პოლიციის ცნობით, ბავშვმა დედასთან ყოფნა ისურვა და სწორედ ამიტომ იყო მათთან ერთად.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE