6 წლის დავითი და 9 წლის კესარია, ჭადრაკში, მათ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ

742
წაკითხვა/ნახვა

6 წლის დავით თათვიძე და 9 წლის კესარია მგელაძე, ჭადრაკში, მათ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოინახულა.

“ამ ბავშვებით საქართველო ამაყობს!  მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ მშობლებს და მწვრთნელებს, ასეთი უნიჭიერესი ბავშვების აღზრდისთვის.

საქართველო ჩემპიონების და განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანების სამშობლოა და ეს ბავშვები ამის ნათელი მაგალითები არიან.

ეროვნული იდეის – განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ სკოლებში საჭადრაკო წრეების აღდგენა.

მჯერა, რომ დათო, კესარია და მათი თანატოლები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ თავიანთი წარმატებით” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თქვენი კომენტარი?