ბოლო ამბები
11/11/2024

რესპუბლიკურის შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტადარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია – თენგიზ ცერცვაძე

გაზიარება

„სახელმწიფო დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა იყოს მძლავრი 400-500 საწოლზე გათვლილი, მულტიპროფილური, საუნივერსიტეტო საავადმყოფო. ამისთვის ერთადერთი მისაღები ლოკაცია დღევანდელი რესპუბლიკურის ტერიტორიაა, მას აქვს ცენტრალური მდებარეობა, დიდი ფართობი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით ხელმისაწვდომობა. დღეს, რესპუბლიკურის შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია“, – ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მისი განცხადებით, სამწუხაროდ, რესპუბლიკური საავადმყოფო, 2 ათეულ წელზე მეტია, სამედიცინო სექტორის ფლაგმანის როლს ვეღარ ასრულებს, რადგან ამორტიზებულების გამო, შენობის რესურსის მხოლოდ 15%-ია ათვისებული.

„იყო რამდენიმე მცდელობა განახლებულიყო რესპუბლიკური საავადმყოფო, წინა ხელისუფლების დროს, 2-3 თუ სამჯერ გაიხსნა კიდეც. მაგრამ ეს რემონტი და შელამაზება იყო ფასადური, ბუტაფორიული და კლინიკა ვერ ახერხებდა იმ მასშტაბით ფუნქციონირებას, რა მასშტაბებიც უნდა ჰქონოდა. არაერთი გეგმა შედგა და არაერთი პროექტის შექმნის მცდელობაც იყო, მაგრამ დღემდე, ქვეყანა არის დიდი, სერიოზული, მულტიპროფილური დაწესებულების და განსაკუთრებით სახელმწიფოს დაქვემდებარებული კლინიკის გარეშე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა