9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ფოტო და გვარ-სახელი გავრცელდა

255
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი 34 წლის იაგო ნებიერიძეა. ფოტოს და გვარ-სახელს “რუსთავი2” ავრცელებს.

ნებიერიძე გორში მოკლული მოზარდის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ამავე სახლში მოხდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახის სარდაფში კედელსა და იატაკზე სამართალდამცველებმა მოკლული ბავშვის სისხლის კვალი აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობაში ბრალდებულმა, გოგონა ჯერ სახლის სარდაფში წამებით მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე მიიტანა და დატოვა.

ცხედარს აღმოჩენისას ხელები შეკრული ჰქონდა, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

გოგონა, რომელიც სახლიდან გუშინ შუადღის სამი საათისთვის გავიდა, საღამოს მდინარე ლიახვის პირას ადგილობრივებმა მოკლული იპოვეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის მოტივზე ინფორმაცია შს სამინისტროს არ გაუვრცელებია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE