ყველაზე მაგარი ფაქტის მომსწრე გავხდით მე და ჩემი მეგობრები დღეს ბათუმში – ჯაბა ჯიშკარიანი

308
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრ ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ვარშალომიძე გოგა ხაინდრავას შემთხვევით შეხვდა სასტუმრო შერატონთან და უთხრა, რომ გამარჯვებას უსურვებს.

“ყველაზე მაგარი ფაქტის მომსწრე გავხდით მე და ჩემი მეგობრები დღეს ბათუმში. სასტუმრო შერატონთან გოგა ხაინდრავას შეხვდა ლევან ვარშალომიძე რომელმაც გოგა ხაინდრავას გამარჯვება უსურვა… ალბათ იცით, რომ დღეს სახალხო მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლება” ბათუმის მოსახლეობას შეხვდა.

საზაფხულო თეატრი იყო გადავსებული, ხალხისათვის დარბაზი საკმარისი არ აღმოჩნდა და მიუხედავად სიცივისა, მოქალაქეები თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ განთავსებულნი.

P.S. ჩეკისტი ვაშაძის გუნდის ყოფილი და მოქმედი წევრებიც კი ხვდებიან, რომ ვაშაძე, ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”– წერს ჯაბა ჯიშკარიანი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?