ბოლო ამბები
27/03/2025

გამოდით ღია ეთერში და ბოდიში მოუხადეთ დიმა ობოლაძეს, მოქალაქეებს, მაყურებელს – თაკო ჩარკვიანი

გაზიარება

“აღმოჩნდა რომ დიმა ობოლაძეს არ მიუმართავს ბუდუ ზივზივაძისთვის ( როგორც თავად ბუდუმ განაცხადა). ჰოდა ეს რაც გუშინ ტვ ეთერში ხდებოდა, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ხომ არ გმართებთ “ზოგიერთს”( ბევრს ეხება)”– წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში და ეხმიანება ფეხბურთელების დაჯილდოების ღონისძიებაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, დიმიტრი ობოლაძემ, ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა.

“ისტერია იყო სრული, რაც ბუნებრივია ყველამ დაიჯერა და უკიდეგანო ლანძღვა მოჰყვა დიმა ობოლაძის მიმართ. მოქალაქეებს ინფორმაციას როცა აწვდით, როცა ინფორმაციას აწვდით აუდიტორიას ტვ არხები, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ აჯობებს, სანამ ადამიანს დაანგრევთ და “დამარხავთ” სახელისუფლო პროპაგანდისტულ არხს ხომ არ უნდა დაემსგავსოთ ?! რა უბედურებაა ეს!  ბუდუ ზივზივაძე ოქრო და ბრილიანტი ხარ, საამაყო ვარსკვლავი !

P.S გამოდით დღეს და ისეთივე რიტორიკით ღია ეთერში ბოდიში მოუხადეთ დიმა ობოლაძეს და მოქალაქეებს, მაყურებელს, ასე ზიანის მომტანი ცრუ ინფორმაციის გაცემის გამო.
წესი და რიგი ასეა! რასაც ვებრძვით იმას ნუ დავემსგავსებით! ნებსით თუ უნებლიედ,ზუსტად ეს იწვევს ნიჰილიზმს და სხვა ინფორმაციაც აღარ ხდება დასაჯერებელი, გაუფასურება ხდება და ეს ასხამს “ოცნების” ანუ რუსეთზე მომუშავე ხელისუფლების წისქვილზე წყალს.”- წერს თაკო ჩარკვიანი.

სხვა ამბების წაკითხვა