26/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? მადლობა არ ეთქვათ? – ინგა გრიგოლია

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი

“რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი…აბა რა უნდა ექნათ? მადლობა არ ეთქვათ? თუ პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით უნდა იხდიდნენ მადლობას ადამიანები?”- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში და ეხმიანება იმ ადამიანებს, ვინც ფეხბურთელებს აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდის გამო.

“ნაკრების ბიჭების უმეტესობა რომ აქციების დარბევებს ღია პოსტებით აპროტესტებდა, ეს ნიშნავდა მათ პოზიციას და ახლა, მადლობა რომ გადაუხადეს პრემიისთვის, ეს უკვე ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორებაა?  კარგით რა.. უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი .. მადლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძალიანაც სწორი ქნეს ფეხბურთელებმა. შევთანხმდეთ და გავეშვათ ამ ბიჭებს,მგონი ეგ სჯობს ყველაფერს.”- წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, ფონდმა “ქართუ”-მ საფეხბურთო ნაკრების წევრებს 30 მილიონი ლარი გადასცა.