ბოლო წამები ხევში გადაჩეხვამდე – კადრები თუშეთი-ომალოს გზიდან

2374
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ეს კადრები ფშაველი-ომალოს გზაზე, ხევში გადავარდნამდე რამდენიმე წამით ადრე არის გადაღებული, ცოტა ხანში კი სატვირთო მანქანის მძღოლი საჭეს ვერ იმორჩილებს და დაახლოებით 400 მეტრამდე სიმაღლიდან ვარდება.

მანქანაში სულ 12 მგზავრი იყო, აქედან 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში გადავარდნენ და ადგილზე დაიღუპნენ.  გარდაცვლილთა შორის სამი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია, მამა და მისი ორი ვაჟი, ასევე დაღუპულია სატვირთო მანქანის მძღოლი. მაშველები კიდევ 1 დაკარგულს ეძებენ.

სამაშველო ოპერაციისას მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილები არიან და თავს კარგად გრძნობენ.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE