ინგა გრიგოლიამ ატმის კრეფის გამო პრეზიდენტი გააკრიტიკა

777
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

სალომე ზურაბიშვილის მიერ ატმის მოკრეფის ამბავი სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა საღლიცინო თემად აქცია. ერთ-ერთი, ვისაც პრეზიდენტზე გაეცინა, ინგა გრიგოლიაა, რომელმაც დაწერა, რომ ატმის კრეფა ცუდი არ არის, თუმცა ქვეყანაში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი.

“აბა ეს როგორ არ დავდო? ატამი დაკრიფა გვიხაროდეს,გვიხაროდეს! ატმის კრეფა ძალიან კარგი საქმეა, უბრალოდ, ატმის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი თემებიც უნდა აინტერესებდეს პრეზიდენტს, ყველაფერზე რომ იძახის მე არ მეხებაო და მარტო ატმებზე და ლავანდებზეა ორიენტირებული( მაინც გამასერიოზულებინეთ რა ეს საყვარელი სტატუსი” – წერს ინგა გრიგოლია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE