მიშა შეურაცხყოფას გვაყენებს და კანონის დარღვევისკენ მოგვიწოდებს დასავლეთის თბილი ქვეყნებიდან -შოთა დიღმელაშვილი

1166
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

შოთა დიღმელაშვილი – რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და წამყვანი (ამონარიდი პოსტიდან)


“ახლა პარტაქტივი ცდილობს თავისი დემორალიზების მიზეზი ჩვენში ეძებოს ფსიქოლოგიური სიმშვიდისთვის, ჩვენ ვიყოთ ქოცები ნაცებისთვის, როგორც ქოცებისთვის ვართ ნაცები.

მაგრამ რუსთავი 2-ის ეზოც იმ ცუდ დღეს ამტკიცებს, რომ ჩვენ საერთოდ არაფერ შუაში ვართ მათ დემორალიზაციაში, საკუთარი ლიდერის ცუდი ტაქტიკა აქვთ გასაკრიტიკებელი. და ლიდერს თვითრეფლექსია არ აწყენდა. ამ ცუდი ტაქტიკისკენ მოწოდებას მიშა აგრძელებს. (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი)  შეურაცხყოფას გვაყენებს და კანონის დარღვევისკენ მოგვიწოდებს დასავლეთის თბილი ქვეყნებიდან 

რევოლუციური სცენარების გარეშე დარჩენილ დემორალიზებულ პარტაქტივსაც რა თქმა უნდა, ურჩევნიათ ჩვენზე მოიფხანონ გული, ჩვენ დაგვაბრალონ საკუთარი პარტიის წარუმატებლობა, რაც მხოლოდ მათი ლიდერის არასწორი ნაბიჯებითაა განპირობებული. არა უშავს, ამან შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ. ისინი ისედაც ცუდად არიან და მეტიც, მათი ერთადერთი შანსი ახლა ჩვენ ვართ.

ეს კარგად იციან ქოცებმაც და იმიტომაც ისვრიან ამდენ ნაგავს ‘ნაცი აქტივისტებისადმი’. არ უღირთ ‘ნაცებს ქოცები ამოაყირავებინონ’. ეს კარგად იციან ნაცებმაც და ამიტომ ბელადი ცდილობს, ეჭვი მაქვს, საკუთარი პარტიის ლიდერებთან შეუთანხმებლად, საკუთარ მოთხოვნებზე (ვადამდელი არჩევნები, რადიკალიზმი) გადაიყვანოს აქცია, რაც თავის მხრივ ოცნებას უიოლებს საქმეს ჩვენთან მიმართებაში და ბოტებს სალაპარაკოს აძლევს ჩვენ მავნებლობაზე.

ორივე მხარემ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ვიბრძვით საკუთარი და არა რომელიმე პარტიის ინტერესისთვის. ამიტომ ჯობია საერთო ინტერესზე ვკონცენტრირდეთ – იმაზე, რომ ოცნების ხელში აღარ იყოს მთელი ძალაუფლება.

და მეორე, პარტიებს უფრო ვჭირდებით ახლა ჩვენ, ვიდრე ჩვენ – ისინი. ამიტომ ცოტა ტრაკი მიაყენოს პარტაქტივმა და თუ ვერ გვეხმარებიან, ნურც გვლანძღავენ. ან სცადონ დამოუკიდებლად გამოსვლა. სამართლიანი მოთხოვნების მქონე ყველა მშვიდობიან მანიფესტაციას მხარს დავუჭერთ – ვიღაც-ვიღაცებისგან განსხვავებით.

სოლიდარობა გიგა მაქარაშვილს, რომელსაც ქოცი პარტაქტივისტების მუქარა-გინებების მერე, ნაცების მოგერიება უწევს.” – წერს შოთა დიღმელაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE