ასე შეიცვალა უმწეო მარო ბებოს ცხოვრება და დღეს ის უკვე ტირილის ნაცვლად იღიმის – ფოტო

436
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

რამდენიმე დღის წინ გიამბობდით ახმეტის რაიონში მცხოვრები უმწეო მოხუცის შესახებ, რომელიც შვილმა მიატოვა და უკიდურეს გაჭირვებაში და სიცივეში ცხოვრობდა.

ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ ბევრი კეთილი ადამიანი დაირაზმა მარო ბებოს დასახმარებლად და დღეს ის უკვე სულ სხვა გარემოში ცხოვრობს, იღიმის და ცხოვრების ხალისიც დაუბრუნდა. ეს ყველაფერი კი ახალგაზრდა ქველმოქმედ აკაკი სინჯიკაშვილის დამსახურებაა.

“მარო ბებოს ბედნიერი ამბები  ოთახებს და ბებოს განწყობებს შორის სულ ერთი კვირა,  მთლიანად გავუკეთეთ და დავუთბეთ ოთახი, ექნება ზამთრისთვის სულ ყველაფერი, შეშა,საჭმელი, ტანსაცმელი და წამლები.

არ შესცივა და არ მოშივდება, სოციალური სამსახური ყურადღებას აქცევს, კვირაში ერთხელ მნახველი ეყოლება და რაც მთავარია არასოდეს ჩააქრობს შუქს სახლში.  არ სჯერა არაფერი რაც ხდება, სანამ სახლს ვუკეთებდით ბებო ახმეტაში მარისთან ცხოვრობდა და მან თითქმის ყველა ნატვრა აუსრულა, ახლა დიდ ხმაზე იცინის და გლოცავთ ყველას, ვინც მისი დახმარება გადაწყვიტეთ მეტი მაგარი რა უნდა ხდებოდეს – ბედნიერია ადამიანი”– წერს აკაკი სინჯიკაშვილი.


 

 


წინა ვიდეო

მომაქციეთ ყურადღება,სანამ მოვკვდი – უმწეო მოხუცის თხოვნა ხელისუფლებას (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?
IMG.GE