პატარა ერეკლესთვის საჭიროა სისხლი – იხილეთ დეტალები

742
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პატარა ერეკლე დანელიას ესაჭიროება სისხლი, ამის შესახებ მისი დედა წერს, თუმცა სისხლის ჩაბარებამდე აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.

ვისაც გაქვთ სურვილი და შეგიძლიათ სისხლის ჩაბარება, მიბრძანდით იაშვილის კლინიკის ეზოში სისხლის ბანკში 

აუცილებელია უთხრათ, რომ ერეკლე დანელიას გამო აბარებთ, რომელიც წევს გერმანულ ჰოსპიტალში, რეანიმაციაში და ეს გააკეთოთ უსასყიდლოდ.

მისაღებია ნებისმიერი სისხლის ჯგუფი და მოხდება გადაცვლა ერეკლესთვის.

თქვენ შეგიძლიათ სისხლის ჩაბარება, თუკი:
________________________________________
• თქვენი ასაკი 18-დან 60 წლამდეა;
• თქვენი წონა 60 კგ-ზე მეტია;
• თქვენ არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით და ქრონიკული დაავადებებით
• არ გქონდათ მაღალი ტემპერატურა გასული კვირის განმავლობაში;
• არ მკურნალობთ ანტიბიოტიკებით, ან სხვა ნებისმიერი მედიკამენტებით;
• ხართ ჯანმრთელი, ჩივილების გარეშე,
• სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, 
• თუ გაქვთ ტატუ, გაკეთებიდან გასული უნდა იყოს 1 წელი,
• სისხლის აღება არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის,
• 1 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, 
• არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი
• არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში,
• ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში

კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე : 577 02 41 02

თქვენი კომენტარი?
IMG.GE