ბოლო ამბები
11/12/2024

ხოშტარია-ჯაფარიძე და მელია-გვარამია გაერთიანდნენ (ვიდეო)

გაზიარება

ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ და არჩევნებზე ერთი სუბიექტის სახელით მიიღებენ მონაწილეობას. ამ საკითხზე მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ ამომრჩეველს, ოპოზიციურად განწყობილს ჰქონოდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, მეც რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეს ადვილი პროცესი, რომ ჩვენ, პარტია ახალი, გირჩი/დროა ვქმნით ერთიან საარჩევნო სუბიექტს და ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არა უბრალოდ ცვლილებას ცვლილებისთვის ვეძახით უკეთეს მომავალს, არამედ გვინდა, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი იყოს ჩართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესში, მათ ჰქონდეთ თანასაკუთრების განცდა ამ პროცესში, ჰქონდეთ თანამონაწილეობის განცდა და მე ვფიქრობ ეს საარჩევნო სუბიექტი შესთავაზებს საზოგადოებას გულწრფელ არჩევანს”, – განაცხადა  ნიკა მელიამ.

სხვა ამბების წაკითხვა