მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

498
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

დღეს მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. დეტალებზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

“ბევრი ადამიანი სარგებლობს მაჭავარიანის ქუჩით, რომელიც საკმარისი არ არის. კონკრეტულად „აგროჰაბსა“ და „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან იქნება ჩასასვლელი, სადაც შეუერთდება მარშალ გელოვანის გზას.

ახალი გზა იქნება 4-ზოლიანი: ორი ზოლი ერთი მიმართულებით, ორი ზოლი – საპირისპირო მიმართულებით. გარდა ამისა, დარჩება გვერდითი ზოლი იმისთვის, რომ თუ ავტომობილი გაჩერდა ან შეფერხდა, გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. ეს იქნება ბეტონის გზა თავისი განათებებით, წყალამრიდებით და ყველანაირად მოწესრიგებული.” – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს და 7 თვის ვადაში დასრულდება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE