ბოლო ამბები
06/10/2024

ეს არაა ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ვართ – შალვა პაპუაშვილი

გაზიარება

ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, რაც ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პარლამენტის თავმჯდომარე  ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხმაურება.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც „ნაცები“, ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა – ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების.

ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა.

ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა