ეროვნული ბანკი ლარის გადასარჩენად 40 მილიონ დოლარს გაყიდის

464
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ეროვნული ბანკი, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ქმედით ზომებზე გადადის, კერძოდ, 2019 წლის 1-ლ აგვისტოს, გასაყიდად გამოაქვს 40 მილიონი დოლარი.

“დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.

 აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

 ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.” – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?