ნაციონალური მოძრაობის ახალი პლატფორმა “ერთიანობის” წევრის, თამარ კორძაიას თქმით, აშშ მზად არის გააძლიეროს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ქართული საზოგადოება, თავისი ერთიანობით არ დაამარცხებს ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, ამერიკელების მხარდაჭერა შეწყდება. ამ საკითხზე მან 12 ივლისს, “ფორმულის” ეთერში ისაუბრა.
“ამერიკული მხარე ელოდება 26 ოქტომბრის არჩევნებს და ამის შემდეგ, “MEGOBARI ACT”-ის ამოქმედების შედეგებს ვიხილავთ. ეს აქტი ორ ნაწილად იყოფა, პირველი.
აშშ მზად არის გააძლიეროს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ქართული საზოგადოება, თავისი ერთიანობით არ დაამარცხეებს ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, ამერიკელების მხარდაჭერა შეწყდება.
ჩვენი არჩევანია ერთიანობა, რომელიც იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ჩვენს ერთიანობას აქვს შინაარსი და ეს შინაარსი არის ქვეყნის გადარჩენა და იმ ღირებულებათა ვექტორზე დაბრუნება, რაც გვხდის დასავლეთის ნაწილად. ჩვენთვის მოკავშირეა ყველა სხვა ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც კოალიციას არ შეუქმნის “ქართულ ოცნებას” – განაცხადა თამარ კორძაიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს