“რამდენიც არ უნდა იხტუნაოს იმ გაფუჭებულმა მექანიკურმა თოჯინამ (იგულისხმება ირაკლი კობახიძე) გახსოვდეთ, რომ დღეის მონაცემებით, “ქართული ოცნება” დაახლოებით 28-31% უტრიალებს და შემოდგომას კიდე უფრო დაეცემა მათი რეიტინგი, როცა ისევ დაერევიან ხალხს და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.”- წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია, რომელიც დარწმუნებუალია. რომ 26 ოქტომბერს არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.
“პირველად 12 წლის განმავლობაში ივანიშვილი საგრძნობლად აგებს არჩევნებს, ოპოზიცია უკვე იგებს და თან მზარდი რეიტინგი აქვს. ჩვენ დავიცავთ ხმებს! ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს! თავები მაღლა და შემოდგომისთვის მზადება! გავიმარჯვებთ სახელოვნად!”– წერს პატარაია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს