დარწმუნებული ვარ, დოკუმენტზე ქიბარის ხელმოწერა ფალსიფიცირებულია და მგონია, ოქრუაშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს

656
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“რუსთავი2”-ის დამფუძნებელი ამბობს და დარწმუნებულია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენნტზე, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა  ფალსიფიცირებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალვაში მშვიდად ვერ გააგრძელებდა ბრძოლას ტელევიზიისთვის. ამის შესახებ დავით დვალმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ამ თავისი ხელმოწერით და  ბრალდებებით,  ხელისუფლების ტროლია.

მგონია, რომ მისი ეს ხელმოწერა არის დამოკლეს მახვილი, რომელიც კიდია ქიბარ ხალვაშის თავზე.  განცდა მაქვს, რომ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე და რაღაც მექანიზმს იტოვებენ იმისთვის, რომ თუ ისე არ განვითარდა სცენარი, აამოქმედონ დამატებითი ბერკეტი მის წინააღმდეგ და მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ ოქრუაშვილი მთლიანად თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს.” – განაცხადა დავით დვალმა.

თქვენი კომენტარი?