პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხავს და “რუსთავი2”-ის კონტრაქტორ საწარმოებში შევა

821
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პროკურატურა “რუსთავი2”-ის კონტრაქტორ საწარმოებში შედის, ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.” – ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?