ბოლო ამბები
10/12/2024

დონალდ ტრამპის მკვლელობა რუსეთის ან ჩინეთის ინტერესშია – გიორგი მშვენიერაძე

გაზიარება

დონალდ ტრამპის მკვლელობა რუსეთის ან ჩინეთის ინტერესშია. რუსეთი ამით მნიშვნელოვან შიდა არეულობას გამოიწვევდა აშშ-ში, რაც შეასუსტებდა უკრაინის სამხედრო დახმარებას, ხოლო ჩინეთი მისთვის “საძულველ” პოლიტიკოსს არჩევნებამდე მოიშორებდა.”– ასე აფასებს გიორგი მშვენიერაძე ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, რომელიც 13 ივლის, სიტყვით გამოსვლისას მოხდა, რა დროსაც მას ცეცლხასროლი იარაღიდან ესროლეს და იყო მისი მკვლელობის მცდელობა.

“აშშ იმით არის ძლიერი სახელმწიფო, რომ კონკურენტებს არჩევნებში ამარცხებენ და არ კლავენ, როგორც ეს რუსეთში და ჩინეთში ხდება.
“ქართული ოცნება” კი დღეს სწორედ ამ უკანასკნელების მოკავშირეა, საქართველოში რუსულ პოლიტიკას ატარებს, ხოლო ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებს.
მხნეობა ამერიკელ ხალხს და გამარჯვება დემოკრატიას!”- წერს გიორგი მშვენირაძე.

13 ივლისს, პენსილვანიის შტატში, ამომრჩეველთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპს ესროლეს, რა დროსაც, ტრამპის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მას ტყვია ყურში მოხვდა, თუმცა ამ დროისთვის თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

თავდასხმას ემსხვერპლა მხარდამჭერების რიგებში მყოფი ერთი ადამიანი.

ადგილზე მოკლეს პირი, ვინც ტრამპს ესროლა. ის 20 წლის მეთიუ კროქსი იყო.

სხვა ამბების წაკითხვა