ბოლო ამბები
15/12/2024

გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ  ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა – გიორგი გახარია ირაკლი რუხაძეზე

გაზიარება

„გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ  ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.”- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში და ეხმიანება ტელეკომპანია “იმედი”-ს მფლობელ ირაკლი რუხაძის ინტერვიუს გადაცემა “იმედის კვირა”-ში. რომელშიც მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.

“ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია. ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის.“ – წერს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედი:-ს მფლობელი გიორგი რუხაძე არ არის საქართველოს მოქალაქე, ის არის ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე.

სხვა ამბების წაკითხვა