C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა

419
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ დრომდე მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის 140-დან 360 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ.

„საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ ქვეყანა, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ ამ პროგრამაში ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თქვენი კომენტარი?