ბოლო ამბები
24/06/2026

გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე

68 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და მომღერალი ზაზა მიქაშავიძე.

ინფორმაციას მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს:

“გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე. თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე. ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი.”- ნათქვამია თეატრის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ზაზა მიქაშავიძე იყო მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის მეუღლე.

Multimedia.ge უსამძიმრებს ზაზა მიქაშავიძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

სხვა ამბების წაკითხვა