“მინდა ვიცხოვრო მშვიდობიან, თავისუფალ საქართველოში”- განაცხადა გადაცემა “სახალხო კონტროლი”-ს წამყვანმა მადონა კოიძემ 16 ივლისს, “ქართული ოცნების” ახალი მთავარი ოფისის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ.
მადონა კოიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ევროინტეგრაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს ალბათ დროებითია და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.
მან ასევე უპასუხა კითხვას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და აღნიშნა, რომ არ მიიჩნევს ამ კანონს “რუსულად”, როგორც ამას საზოგადოების ნაწილი უწოდებს.
“რატომ რუსული კანონი? – არ ვთვლი, რომ ეს კანონი რუსულია”– განაცხადა მადონა კოიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს