ოქუაშვილი სანდო კაცი არ არის, თქვენც ისე მოგისვრით, რომ დაჭირდება, როგორც ჩვენ – ვახო ხუზმიაშვილი

610
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძვანელი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია, შესაძლოა “იბერიის” ბაზაზე გავიდეს ეთერში.

ხუზმიაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, რომ არ ენდონ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს.

“იქნებ, ჯერ “იბერიის” თანამშრომლებს გადაუხადოს ხელფასები, სასამართლო-სასამართლო რომ ატარებს. ფული ჰქონია და რას წუწუნებს, რომ არ აქვს და იმიტომ ვერ იხდის.  ჩემო კოლეგებო, ეს სანდო კაცი არ არის, თქვენც ისე მოგისვრით, რომ დაჭირდება, როგორც ჩვენ.” – ამბობს ვახო ხუზმიაშვილი.

თქვენი კომენტარი?