“პატრიოტთა ალიანსი”-ს ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ეხმიანება ნაც.მოძრაობის მხარდამჭერ გიორგი კაპანაძის ფეისბუქ პოსტს, რომელმაც გაავრცელა ფოტოები და თქვა, რომ ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ხვდებიან რუს დეპუატებს.
“ასეთ “ექსკლუზივებს” რომ ავრცელებთ, იმიტომაა თქვენი საქმე კარგად. ლარნაკაში რატომ უნდა შევხვდეთ რუს დეპუტატებს, როცა მოსკოვში საჯაროდ ვხვდებით მათ?! დასამალი რა გვაქვს?! მეორე- ლარნაკაში რატომ ვხვდებით, მინისკში ან ერევანში ვერ შევხვდებით, ფარული შეხვედრა რომ გვინდოდეს ვინმესთან?!
უკიდეგანო ტყუილს და სისულელეს საზღვარი რომ არა აქვს, ამისი მაგალითი ეს ფეიკექსკლუზივია
კიკოსის მონასტერში მივდივართ, მაგრამ გ.კაპანაძემ, დარწმუნებული ვარ, არც იცის ამ მონასტრის არსებობის შესახებ.” – წერს ირმა ინაშვილი.
თქვენი კომენტარი?
ვადამდელი არჩევნების გარდა არაფერი აღარ უშველის ამ ამბავს – დიანა ტრაპაიძე