ბოლო ამბები
10/12/2024

სწორედ ზედაპირულობაა, როდესაც ევროპელი მოდის და გეუბნება, რომ სანქციები დააწესო – შალვა პაპუაშვილი

გაზიარება

ევროპას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომი არ ჰქონია. ახლა, შუაგულ ევროპაში უცებ ამხელა ომი დაიწყო. ეს მათთვის სტრესული გარემოა. რიტორიკასა და გადაწყვეტილებებში იგრძნობა არასისტემურობა. ეს გასაგებია, უბრალოდ ჩვენ არ უნდა ავყვეთ არასისტემურობას და ზედაპირულობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„სწორედ ზედაპირულობაა, როდესაც ევროპელი მოდის და გეუბნება, რომ სანქციები დააწესო. შენ რომ ეუბნები, რომ მას ნატოს ატომური ქოლგა იცავს და ამას მე თუ მთავაზობს, პასუხია – არა, არ გთავაზობ, შენ რომ ეკონომიკურად დაცული ხარ ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობით, შენ ამის გარანტიას მაძლევ?! პასუხია – არა არ გაძლევ!. ამას გელაპარაკება ნატოს წევრი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც შეიძლება ჩვენზე პატარაა, მაგრამ მას იცავს ნატოს დიდი არმია. შეხვედრების დროს ამ ყველაფერს ვუხსნიდით. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, ბუნდესტაგის ერთ-ერთ დეპუტატს ავუხსენი, რომ თქვენ სხვა ქვეყანა ხართ, თქვენ ნატო ხართ, თქვენ რისკები სხვა გაქვთ, ჩვენთან ეს ომს ნიშნავსთქო და პასუხი იყო – რას იზამ, ყველამ რაღაცა უნდა გავწიროთ და დავთმოთო. ჩემი პასუხიც შესაბამისი იყო, რომ ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს.

ჩვენი ცუდი გამოცდილება ომთან დაკავშირებით გამოგვადგა. ბევრი ომი გამოვიარეთ და შეგვიძლია რაღაც რისკები განვჭვრიტოთ. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა – ქართული გენის სიძლიერე ომგამოვლილი ხალხისა, რომელმაც იცის, რომ ასეთ მომენტებს ბრძნულად და დაფიქრებით უნდა შეხვდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა