რთულად მისადგომ რაიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება

409
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება. კერძოდ, ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება.

ასევე,  ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება. იქამდე კი, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განთავსდება. რეანომობილი უკვე დღეიდან ამბროლაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრშია განთავსებული.

თქვენი კომენტარი?