ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, სადაც კონგრესმენებს და სენატორებს შეხვდნენ. როგორც პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, შეხვედრის მთავარ საკითხია “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის, მათ შორის, უპირველესად, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესება, რომლებიც, მისი თქმით, ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და ახდენენ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის საბოტაჟს.
“ბოლო 2 დღის მანძილზე არაერთი შეხვედრა მქონდა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან, შევხვდი მათ შორის კონგრესმენ ჯო ვილსონს, რომელიც არის “მეგობარი აქტი”-ს ინიციატორი.
შევთანხდმით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო აქტის მიღება იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა შეძლოს მოქმედება და აამუშაოს სანქციები, მათ შორის ფინანსური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ როგორც პირების, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და საბოტირებენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს