ეს არის მტკნარი სიცრუე, თითქოს ჰააგის სასამართლო რიგით ჯარისკაცებს დასჯის – ანა დოლიძე (ვიდეო)

266
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისა და საერთაშორისო სამართლის პროფესორ ანა დოლიძის განმარტებით, სიცრუეა ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჯარისკაცებს მისცემენ პასუხისმგებლობაში. ანა დოლიძის თქმით, ეს არის პოლიტიკური ქულების ჩაწერისთვის გაკეთებული განცხადებები, რომლის მიზანიც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მისი მოწინააღმდეგე ძალის დაზიანებაა, რაც მისი აზრით არასწორია, როდესაც ამისთვის სამხედრო პირებს იყენებს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარე.

დოლიძის განცხადებით, სამხედრო პირები და პოლიციელები პოლიტიკის მიღმა არიან და ისინი ემსახურებიან დროშას, ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE