ბოლო ამბები
13/02/2025

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ვააქტიურებთ „არჩევნების დაცვის ჯგუფს“ – ნათია მეზვრიშვილი

გაზიარება

სენატში გუშინ საქართველოს არჩევნებზე გამართული განხილვის პასუხად, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ იგეგმება უპრეცედენტო დაკვირვება ოქტომბრის არჩევნებზე, გაყალბების პრევენციისთვის და მოქალაქეთა არჩევანის დასაცავად, დღეს კობახიძემ არჩევნებით მანიპულირება დააანონსა.

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ვააქტიურებთ „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა.”- განაცხადა პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

“ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საარჩევნო დარღვევებს, რასაც პერიოდულად, საზოგადოებასაც გავუზიარებთ, გავხდით საჯაროს და ამით ვუპასუხებთ კობახიძის და „ოცნების“ ტყუილებს.

რაც უფრო გაიზრდება პარტნიორების დახმარება არჩევნების დაცვის მიმარულებით, გაიზრდება ხელისუფლების ტყუილები, დეზინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ და კონსპირაციები „გლობალური ომის პარტიაზე“ ერთადერთი მიზნით: მიაღწიონ მანიპულირებული შედეგების ლეგიტიმაციას. აღნიშნულის ნათელი დასტურია დღეს კობახიძის რეაქცია.

შესაბამისად, ახლა თითოეული ადგილობრივი პოლიტიკური თუ სხვა აქტორის მთავარი ამოცანა არჩევნების დაცვა უნდა იყოს, რომლის გაყალბების კომპლექსური პროცესი „ოცნებას“ დიდი ხანია დაწყებული აქვს.

ვაფასებთ საქრთველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების არჩევნების დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას და მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის.”- განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

სხვა ამბების წაკითხვა