ექსპერტიზის დასკვნით, ირაკლი ოქრუაშვილის წარდგენილ დოკუმენტზე დატანილი ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის

513
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ, “რუსთავი2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებით წარმოდგენილ დოკუმენტზე დატანილი ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს

გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.

აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:

ასო „შ“ -ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი.

– მოძრაობის ფორმა ასო „ქ“-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.

– მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო „ქ“-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ,“აღნიშნულია დოკუმენტში.

თქვენი კომენტარი?