“ჭკვიანი” კამერების რაოდენობა გაიზარდა

429
წაკითხვა/ნახვა

სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები ქვეყნის მასშტაბით კიდევ 11 ადგილზე  დამონტაჟდა და საქართველოში ამ დროისთვის   3820 კამერა მუშაობს.

შსს-მ სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე აამოქმედა.

ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 4 , სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე – 8 , სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი – 2.

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 652 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 – ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, კამერების რაოდენობა 170-დან 3820-მდე გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა.

2019 წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სულ ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

თქვენი კომენტარი?