სასამართლომ 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 სრულად დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ჩემი არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია

552
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის ინფორმაციით, მის მიერ, საქალაქო სასამართლოშ შეტანილი 6 სარჩელიდან 5 დაკმაყოფილდა. საკითხი ეხება ე.წ სექსუალური შევიწროვებას საქმეს, რაშიც პაპუნა უგრეხელიძეს ადანაშაულებდა მისი ყოფილი თანამშრომელი ეკა მესხიძე.

“დღეს, სასამართლომ 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 სრულად დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ჩემი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. ეკატერინე მესხიძეს დაევალა 5 ტელეკომპანიაში საჯაროდ უარყოს ერთი წლის წინ გაჟღერებული ცრუ, უსაფუძვლო და გამოგონილი ბრალდები, ვითომდა სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელმაც შელახა ჩემი საქმიანი რეპუტაცია და რაც მთავარია, ჩრდილი მიაყენა მისივე ყოფილ კოლეგებს – საჯარო რეესტრის თანამშრომლებს.

ვფიქრობ, ამ ტიპის შანტაჟი, ცრუ, გამოგონილი ბრალდებები, ყოველთვის საჭიროებს სათანდო რეაგირებას, ვინაიდან ქალთა უფლებების დაცვას ამოფარებული ჯგუფები, ხშირად საშიშ ტენდენციას უყრიან საფუძველს, ყველა ქალისა და კაცის წინააღმდეგ. მათ არანაირი საერთო არ აქვთ უფლებების დაცვასთან და სულ სხვა მერკანტელური მიზნები ამოძრავებთ, მათ შორის პოლიტიკური აქცენტებით!”- აცხადებს პაპუნა უგრეხელიძე.

თქვენი კომენტარი?