სხვას რას ველოდით ამ პირობებში, მიკვირს, რომ არ დამიჭირეს – ეკა მესხიძის გამოხმაურება პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე

671
წაკითხვა/ნახვა

ეკა მესხიძე, რომელიც საჯარო რეესტრის ყოფილ ხელმძღვანელ პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, პაპუნა უგრეხელიძე ამ საქმეში გამართლდა და სასამართლომ დაადგინა, რომ ეკა მესხიძის მიმართ, არანაირ ძალადობას ან სექსუალურ შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილებით, მესხიძეს დაევალა მის მიერვე, ტელეეთერით გაჟღრებული ბრალდებების უარყოფა.

“მართალია, შრომისუუნარო გამხადეთ, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ, რომ ბრძოლისუნარიანობა არ დამიკარგავს. იმ სამარცხვინო ლაქას, რომლის ჩამორეცხვასაც ასე ძალიან აჩქარებდა მოსამართლეს, ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს, რადგან ღირსებისთვის რომ იბრძოლო, ღირსება უნდა გაგაჩნდეს.

სხვას რას ველოდით ამ პირობებში, ივანიშვილი-წულუკიანი-მინდია უგრეხელიძის სასამართლოდან?! (მიკვირს, რომ არ დამიჭირეს) ეს ისედაც ჩანდა მთელი პროცესის განმავლობაში. როგორ ფიქრობთ, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი წინასწარ დაბარებული ტელევიზიებით აბა ჩემს სასარგებლოდ იქნებოდა?! მურისიძე-ჩინჩალაძის სიას კიდევ ერთი მიემატა ზაალ მარუაშვილი, თავისი სამარცხვინო და აბსურდული გადაწყვეტილებით.

ალბათ როგორი შეშინებული და დაშინებული მთელი 13 სხდომა მიამიტი სახით რომ იმზირებოდა მანტიას ამოფარებული. ხოდა ბატონო მოსამართლე, თქვენს შვილს, სულ ახლახანს რომ მოევლინა ამ ქვეყანას, თქვენს პატარა სიხარულ გოგოს რომ მსგავსი ნაძირალა დაჩაგრავს და შეავიწროვებს რომ გაიზრდება (და თქვენიც ადვოკატებო), იმედი მაქვს ცოცხალი ვიქნები და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დავიცავ.

ის რაც ერთი წლის განმავლობაში სისაძაგლე მოისმინეთ და მტკიცებულებების სახით იხილეთ, მსგავსი გადაწყვეტილება რომ მიიღეთ, უკვე გასაგებია რა დღეში ხართ და ნამდვილად მეცოდებით… მოკლედ, “პოლიტიკურად ანგაჟირებული” მე უჩა ნანუაშვილთან და თამარ კორძაიასთან ერთად  ვაგრძელებ ბრძოლას!!
შემდეგ სერიაში გავასაჯაროვებ ყველა მტკიცებულებას და სახალხო დამცველის დასკვნას, რაც მონამორჩილმა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.” – აცხადებს ეკა მესხიძე.

თქვენი კომენტარი?