აი, ამას გვეუბნებიან და თან ტელევიზიის დირექტორობა ინდულგენცია არ არისო, ჭკუას გვასწავლიან

509
წაკითხვა/ნახვა

დავით ზურაბიშვილი – რესპუბლიკური პარტია


ახლა ჩვენ ოფიციალური ვერსიით უნდა დავიჯეროთ, რომ იყო ორ კერძო პირს შორის დავა ტელეკომპანია რუსთავი-2-ის საკუთრებაზე, რომელიც სამართლიანმა სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა ერთი მხარის, ანუ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ.

ამის მერე კი ქიბარის მიერ დანიშნულმა ახალმა გენერალურმა დირექტორმა აღმოაჩინა ისეთი საგანგაშო დარღვევები, რომ დაუყონებლივ მოუხმო პროკურატურას, რომელმაც, მოკვლევის შედეგად თურმე ისეთ რამეებს მიაკვლია, რომ უბრალოდ იძულებული გახდა აღეძრა საქმე ძველი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

აი, ამას გვეუბნებიან და თან ტელევიზიის დირექტორობა ინდულგენცია არ არისო, ჭკუას გვასწავლიან. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ხელისუფლება ამ ზღაპარს თავხედურად გვთავაზობს რეალობად, არამედ უფრო ის ხალხი, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი ზღაპარია, მაგრამ იმდენად უნდათ ნიკა გვარამიას დაჭერა, რომ მზად არიან ნებისმიერი ზღაპარი მიიღონ, აქეთაც მოგვიყვნენ და თან ალალად იწყინონ, რატომ არ გჯერათო. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ახლა მიხვდებიან ამაში ცუდი რა არის, იმიტომ, რომ … აბა ნაცები გვინდა?” 

თქვენი კომენტარი?