რა სისაძაგლეც არ უნდა ჩაიდინოს გვარამიამ, დევნილია – თამარ ჩერგოლეიშვილი

702
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თამარ ჩერგოლეიშვილი


“რა ფაქტებიც არ უნდა დაალაგოს ან/და შეთხზას ივანიშვილმა, გვარამიას დევნა რომ მისი შურისძიებაა, ამ შთაბეჭდილებას ვერ შეცვლის.

ჯანსაღი დისკუსიის შესაძლებლობას ეს ადამიანი სპობს არა მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით (კრიტიკული მედიების რყევა და მითვისება), არამედ ირიბადაც – რა სისაძაგლეც არ უნდა ჩაიდინოს გვარამიამ, დევნილია და შეფასებისას იძულებულს გხდის ფრთხილად იყო.

ივანიშვილი თავად უბიძგებს ამ ქვეყანას რადიკალიზაციისკენ! თავად ავიწროვებს რაციონალური გადაწყვეტილებების სივრცეს, თავად ხდის შეუძლებლად, რომელიმე რაციონალურმა ძალამ, ამ პოლიტიკოსმა ის ანგარიშსწორებისგან დაიცვას არჩევნებში მარცხის შემდეგ.”

თქვენი კომენტარი?