უპატრონოდ მიტოვებული საგარეჯოს სოფლები და მერი, რომლის მხოლოდ კაბინეტის რემონტიც 60 ათასი ლარი დაჯდა

1024
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პირველი არხი იწყებს რეპორტაჟების მომზადებას საქართველოს რეგიონებიდან, რომელიც ადგილობრივების პრობლემებს გააშუქებს. პირველი მასალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტსა და მასში შემავალ რამდენიმე სოფელზე მომზადდა, რომელშიც ნათლად ჩანს, რაიონში არსებული პრობლემები, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება არ ან ვერ აგვარებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მერი, საკუთარი კაბინეტის რემონტისთვის 60 ათასი ლარის გამოყოფას, ასევე, ორი ცალი მანქანის, რომლის საერთო ღირებულება 111 ათასი ლარია,  შეძენას და შენობისთვის დამატებით 76 ათასი ლარის ხარჯვას ახერხებს ბიუჯეტიდან, რომელიც წლიურად მხოლოდ 25 მილიონია და ის მუნიციპალიტეტტის 44 სოფელს უნდა ეყოს. გარდა ამისა, 2018 წელს მერიაში პრემია-დანამატებიც გაიცა და ამის მიზეზად ზეგანაკვეთური შრომა სახელდება, თუმცა შრომა რაიონს ნაკლებად ეტყობა.

 

თქვენი კომენტარი?