20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე გაათავისუფლეს

601
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის პროცესი გაიმართა, რომელიც დარბაზიდან 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მისივე თქმით, სასამართლოზე წარადგინა ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოსამართლემ გაითვალისწინა და საპატიმრო ღონისძიება გირაოთი შეუცვალა.

გარდა ამისა, ბეჟან ლორთქიფანიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს სიმართლისთვის.

თქვენი კომენტარი?