ქრონიკის ჟურნალისტები აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის ნაწილს არ იზიარებენ

770
წაკითხვა/ნახვა

ტელეკომპანია “იმედი”-ს ჟურნალისტების ნაწილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ფილმს, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით მომზადდა.  ისინი წერენ, რომ არ იზიარებენ ფილმის ერთ-ერთ მთავარ ხაზს, რომელიც რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის შესახებ გამოთქმულ ვერსიას ეხება.

“არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!” – წერენ ჟურნალისტები, რომლებმაც  საერთო ტექსტი შეიმუშავეს.

თქვენი კომენტარი?