თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. მან ფინალურ შეხვედრაში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ოქროს მედალს დაუფლა.
გენომ კომენტარიც გააკეთა და მისი ემოციები გაუზიარა მედიას:
”არ გამაღვიძო, იცოდე, თუ გამეღვიძება. მამაჩემი ნეტა რას შვრება?! ხო ცოცხალია?! ემოციებს ვერ გეტყვი. მძინავს ეხლა, მგონია სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს. მადლობა გულშემატკივარს, ყველას სათითაოდ, რომ დავწყნარდები გეტყვით ყველას სათითაოდ. ერთი მინდა ვთქვა, რომ უფალს მადლობა, რომ დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი” – თქვა გენო პეტრიაშვილმა.
გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს