არ მივცემთ სააკაშვილ-ბოკერიებს იმის საშუალებას, რომ თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერებითა და ლგბტ-ტერორისტებით ატერორებდნენ საქართველოს

1262
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ირმა ინაშვილი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი (ფრაქცია “პატრიოტები”)


მიტინგები არა თუ არ შეწყდება, სექტემბრიდან ჩვენ გავზრდით საპროტესტო აქციების ინტენსივობას და, ცხადია, არ მივცემთ სააკაშვილ-ბოკერიებს იმის საშუალებას, რომ თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერებითა და ლგბტ-ტერორისტებით აყაჩაღებდნენ და ატერორებდნენ ქართველ ხალხსა და საქართველოს.

მივმართავ პოლიტიკურ პროცესს მოწყვეტილ ადამიანებს, – გახდით ჩვენი მხარდამჭერები! მივმართავ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, – დაგვიდექით გვერდში! მივმართავ ხელისუფლებაში მყოფ ჯანსაღ ადამიანებს, – ვიმოქმედოთ ერთად და ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა!

და ბოლოს, მივმართავ აშშ-სა და ევროპის საქართველოში მოქმედ ინსტიტუტებს,- დაუდექით გვერდში ქართველ ხალს და უარი თქვით სააკაშვილ-ბოკერიების მფარველობაზე!

თქვენი კომენტარი?