“იმედის” მიერ მომზადებულ ფილმში უამრავი ზუსტი და მნიშვნელოვანი ფაქტია ასახული, მაგრამ ნიკა ლალიაშვილი ხმას როგორ იღებს?

903
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი


“ვუყურე ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ ფილმს, რომელშიც უამრავი ზუსტი და მნიშვნელოვანი ფაქტია ასახული. აღნიშნული ფაქტები საკმაოდ სამართლიანად მიანიშნებენ იმაზე, რომ სააკაშვილს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით დანაშაულებრივი პოლიტიკა ჰქონდა, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ვითარების უკიდურესად დაძაბვისა და გამწვავების საქმეში.

მაგრამ როგორც “იმედის” ჟურნალისტები იტყვიან, ფილმის მთავარი ხაზი შემაძრწუნებელი და შემაშფოთებლია. თითქოს, “საწყალ რუსეთს” არ უნდოდა ჩვენი ქვეყნის დაზარალება და იძულებული გახდა მორიგ ჯერზე მოეყენებინა საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა. სირცხვილია !!!

თან ნიკა ლალიაშვილი ხმას როგორ იღებს?! თავად იყო “ნაციონალური მოძრაობის” უბინძურესი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და გიორგი თარგამაძის “ყალბი პარტიით” დემოკრატიის ფასადს უქმნიდა რეპრესიებზე, წამებასა და ადამიანების დამცირებაზე დაფუძნებულ რეჟიმს.

თქვენი კომენტარი?