საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, “112“-ში შევიდა შეტყობინება „თბილისი გალერის“ შენობაში დაკვამლიანების შესახებ.
“შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველების მიერ, დაუყოვნებლივ განხორციელდა შენობის ევაკუაცია და დაკვამლიანების კერის მოძიება.
ამ დროისათვის, ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
თქვენი კომენტარი?
მე ვიმეორებ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ერთიანობას –...