დიპლომატები და ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გუგუტიანთკარში (ფოტოები)

616
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს არამარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მყისიერად დაუკავშირდა ჟენევის თანათავმჯდომარეებსა და საქართველოში დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს. მათ მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებთ.

„მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი.
როგორც კი მივიღეთ ეს ინფორმაცია, სახელმწიფომ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები. პირველ რიგში, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა.

დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სრულყოფილად მივაწოდეთ ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის სიტუაცია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ნახონ არამარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ მოქმედებს ჰუმანიტარულ ვითარებაზე, როგრო აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას.

ეს იყო ის მთავარი, რაც დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს. ყველა დიპლომატიური უწყების წარმომადგენელია მოსული, ვინც თბილისში იყო,“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

თქვენი კომენტარი?