კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება – გორის მერი გუგუტიანთკარში არსებული ვითარების შესახებ

713
წაკითხვა/ნახვა

გორის მერი, რომლის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტები ახალ მავთულხლართებს ავლებენ, შვებულების ამოწურვის შემდეგ აპირებს ვითარების ადგილზე გაცნობას. კონსტანტინე თავზარაშვილმა ამის შესახებ ადგილობრივ გამოცემა “Qartli.ge”-ს ჟურნალისტს განუცხადა და დაამატა, რომ მისი მოადგილე გუგუტიანთკარში იმყოფება ყოველდღე.

“ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმიდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიანთკარში,“- განაცხადა თავზარაშვილმა.

თქვენი კომენტარი?