პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს

3428
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

“დღისით, მზისით, ოთხ-ხუთ ოკუპანტ სამხედროს ვერ უვლიან, ოკუპირებულ ტერიტორიას აფართოვებინებენ! წამზომს ურთავენ ოჯახებს და სახლებიდან ყრიან და ეს მავნებლები ანტისახელმწიფოებრივი ფილმების გადაღებით არიან დაკავებული.

იმის მაგივრად, რომ ამ ოჯახებს იცავდნენ დღეს ისევ 11 წლის წინ რა იყო იმის გარჩევაზე და გადაბრალებაზე უნდათ ყურადღების გადატანა. ივანიშვილი მოსწრებაზეა, აგვისტოში უნდა ყველა “შავი საქმის” მოთავება, რომ სექტემრიდან არავინ და არაფერი აღარ აწუხებდეს.

აღარც “რუსთავი 2”,  აღარც ტვ “პირველი”, აღარც პროტესტანტები, თუ ვინმე ლიდერი გამოჩნდა ყველას წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა…. სახელმწიფოს ვკარგავთ! ყოველ დღე რაღაც ახალ მავნებლობას სჩადიან”- აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

თქვენი კომენტარი?