გაუთავებლად ღნავის – დავით ნებიერიძის ფეისბუქ პოსტმა მომხმარებლები აღაშფოთა

2326
წაკითხვა/ნახვა

დილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება ია ფარულავას ვიდეო, რომელიც იუსტიციის სახლიდან გამოდის, რა დროსაც მას მოწყალების მთხოვნელი შშმ პირი კითხულობს, რაზეც ფარულავა ამბობს, რომ ამ ადგილზე მოსვლა არ უყვარს ასეთი ადამიანების ყოფნის გამო.

მოგვიანებით ფარულავას ვიდეოს გამოეხმაურა ნაც.მოძრაობის მხარდამჭერი დავით ნებიერიძე, რომელმაც დაწერა, რომ ეს ქალბატონი გაუთავებლად ღნავის, რასაც მის მიმართ უარყოფითი და შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

“იუსტიციის სახლის ხელმძღვანელთან პირადად ვარ ნამყოფი კაბინეტში ამ პრობლემასთან დაკავშირებით. იუსტიციის სახლი არის სახელმწიფოს სახე. ის რაც მის შესასვლელში ხდება ყოვლად დაუშვებელია. ამდენ მათხოვარს ვერცერთ ეკლესიასთან ვერ ნახავთ. დაწყებული აი ასეთი ქალბატონისგან, რომელიც გაუთავებლად ღნავის მთელი დღის განმავლობაში და დამთავრებული მღვდლებით, რომლებსაც ზოგადად აკრძალული აქვთ საჯარო სივრცეში მოწყალებისა და შემოსაწირის თხოვნა. გულის ამრევი ვითარებაა რომელსაც მიხედვა სჭირდება. მაგრამ თავს არავინ იფხანს.”- დაწერა ნებიერიძემ.

თქვენი კომენტარი?